ბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერას შუა დინებაში, თბილისიდან 64 კილომეტრში. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. ქალაქი 1967 წლიდან საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრია.
     რადგანაც ბოლნისის სიონის წარწერა
lV-V სს თარიღდება, თუ ეკლესიის წარწერას მივემხრობით, ბოლნისის რაიონი ამ დროიდან იწყებს არსებობას. თუმცა ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე ქვის ხანიდან მოყოლებული იყო დასახლება,  ოფიციალურად განცხადებულია რომ, ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე ლეტირატურული ინფორმაცია არ არსებობს.


                                                                                                     ბოლნისის სიონი
    ბოლნისის რაიონში  აღმოჩენილია 500-ზე მეტი ძეგლი, ყველაზე ძველი კი უკან გორის ეკლესიაა, რომელიც IV-V საუკუნით თარიღდება.
      ძირითადად აღმოჩენილია, კერამიკის და რკინის ექსპონატები, რაც ადასტურებს იმ დროინდელ მეტალურგიულ განვითარებას.






        ბოლნისის სიონის წარწერა, თარიღდება 493-494 წლებით. იკითხება: ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულით თურთ ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაყვანის-მცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამასა ეკლესიასა შეხეწიე.
       ბოლნისის რაიონი არ არის ძალიან სასახელო საწარმოებით. ერთადერთი საწარმო იყო და რჩება. საქართველოს ბიუჯეტის 10-15%-ს ჩვენი საწარმო იძლევა(სამთო-გამამდიდრებელი კომპანია "R M G").
         კაზრეთის ხეობა (შედის ბოლნისის რაიონში) მდებარეობს  საქართველოს სამზრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში-ქვემო ქართლში.
         არსებობს ვარაუდი თუ რატომ დაერვა ამ რაიონს კაზრეთი: ოდესღაც ამ ტერიტორიაზე გაუთნებია ღამე თავის კარავში ჯალალედინს მის კარავს ერქვა ხაზრეთი და სწორედ აქედან წარმოიშვა სიტყვა კაზრეთიც.
          კაზრეთის უძველესი წარსულის შესახებ მეტყველებენ ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები რომლის მიხედვით კაზრეთის ხეობაში ცხოვრება მიმდინარეობდა ძველი ქვის ხანიდან დღემდე. მრავლად იქნა აქ აღმოჩენილი ადრე და შუაბრინჯაოს ხანის ძეგლები რომლებიც ძვ.წ.
lll ათასწლეულით თარიღდებიან.
     კაზრეთსა და მის მიდამოებში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ძეგლების ხასიათი და რაოდენობა გვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ  ხანაში კაზრეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ჩაბმული იყო იმდროინდელი კულტურული სამყაროს ცხოვრებაში, და ეს უპირველესყოვლისა  განაპირობებული იყო კაზრეთში სპილენძის რკინისა და სხვა მადნების არსებობით, ასევე-მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით იმ გზებზე, რომლებიც საქართველოს წინა აზიის ქვეყნებთან აკავშირებდა.
        კაზრეთის ხეობაში აღმოჩენილია ძველი ნასოფლარები: ბუჩურაშენი, სამტრედო ანუ ბაბილაშენი, აბულბუქი, მაღნარი, ჯალდამი, კოსახპირი, ღორის თავი, სვიანი, თავდიდიანი, ისპიანი და ახალდაბა. კაზრეთის ხეობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით: სამების ეკლესია-Xlll სს; ბუჩურიანის ეკლესიაVll-lX სს; სამტრედოს კარის ეკლესია XVll სს; სათხის ეკლესია X-Xl სს და სხვ.


                                                                                         კაზრეთის სამების ეკლესია

                                                                                                                     სათხის ეკლესია
       საყურადღებოა, რომ სათხის ეკლესიის კანკელზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენიებულია საქართველოს ბრწყინვალე მეფის-თამარის შვილის-მეფე ლაშა გიორგის სახელი. სათხის ეკლესიის ამჟამად თბილისში ქართული ხელოვნების მუზეუმში არის დაცული.
       1923 წლს  კაზრეთში (ქობულოვების  სახლში) გაიხსნა დაწყებითი სკოლა.
  l-ll-lll-lV= კლასი სწავლობდა ერთ ოთახში, ასწავლიდა ერთი მასწავლებელი.
        1930 წელს გაიხსნა შვიდ წლიანი სკოლა, რომელიც პირველი იყო ქვემო ქართლში. აქ სწავლობდნენ: ბოლნისის, დმანისის, მარნეულის და თეთრი-წყაროს ახალგაზრდები. სკოლაშივე იყო ინტერნეტი-საერთო საცხოვრებელი, უფასო კვებით და ტანსაცმლით.
          1930-32 წლებში კაზრეთში აშენდა პირველი ხიდი.
          1938 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა.
          1966 წელს შეიქმნა კაზრეთის სადაბო საბჭო.
          1967 წელს კაზრეთში შემოვიდა პირველი ელექტრო მატარებელი.
          1972 წელს საშუალო სკოლა "ქობულოვის სახლიდან" გადავიდა ახალ შენობაში (ამჟამად დ.კაზრეთის #1 საშუალო სკოლა).
    წინათ ასეთი ტრადიცია არსებობდა, გაზაფხულზე თანასოფლელები კლავდნენ საღმრთო საკლავს, წმინდა გიორგის და სვეტიცხოვლის ეკლესიაში.


                                                                                                          სვეტიცხოვლის ეკლესია


   წმინდა გიორგის ეკლესია


     სოფელში გვალვის დროს ერთ-ერთ ქალს, რომელსაც დამბლა მაროს ეძახდნენ,ატარებდნენ სოფელში და ყველა სახლიდან წყალს ასხამდნენ და ამობდნენ: "ჩვენ არ გვინდა გორახი, ღმერთო მოგვეც ტალახი".
            ძველად ასეთი ტრადიციები და კულტურა ყოფილა გავრცელებული: როდესაც ქალი გათხოვდებოდა მზითვებს ატანდნენ წიგნის მიხედვით, რომელსაც რომელიმე პიროვნება კითხულობდა, სახალხოდ. ამ წიგნში ჯერ აღწერილი იყო ქალის გათხოვების ისტორია, გარემოება, აქვე მოიხსენიებოდა სასიძოს ვინაობა, შემდეგ იწყებოდა ნივთების აღწერა რომელსაც ქალიშვილს მზითვებში ატანდნენ, პირველ რიგში ჩამოთვლილი იყო: საყდრის იარაღები, ხატები, ჯვრები, აღწერილი იყო საღვთო წიგნები, საერო წიგნები, სათამაშოები(ჭადრაკი, ნარდი და სხვა) სამკაულები, საუნჯენი, ქუდი, ყელსაბამი, ბეჭდები, მსახურები, საპირფარეშოს იარაღები, სუფრის იარაღები, ტანსაცმელი, ხელსახოცი, ჩოხა-ახალუხი და ა.შ.
     1972 წელს კაზრეთში დაიწყო ბინების მშენებლობა ამ დროისთვის სამთო გადამდიდრებელი კომპანია ,,მადნეული" ("R M G") უკვე დაარსებული იყო. კაზრეთში ასეთი ვითარება იყო, მხოლოდ ბაღები და სწორი მინდორი იყო არე-მარე, მხოლოდ რამოდენიმე კერძო სახლი იდგა. 
    1972 წელს ჩამოიყვანეს არამხოლოდ სხვადასხვა კუთხიდან ხალხი არამედ ერთი დიდი ჯგუფი რუსეთიდანაც იყო ჩამოსული. ახალ ქალაქს მთელი ქვეყანა აშენებდა "ხუთწლედს" გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა.
    ძველად ყველაფერი სხვაგვარად იყო, ქალები კაცებთან ერთად არ ჭამდნენ, ქორწილებში ბავშვები მხოლოდ ეხმარებოდნენ ისინი სუფრასთან არ ჯდებოდნენ, ყველა ქალს კოჭებამდე კაბა ეცვა
. 1972 წლისთვის კაზრეთში რუსეთიდან ჩამოვიდა ხალხი. მათ შორის ქალებიც იყვნენ. მათ შარვლები ეცვათ. კაზრეთის მოსახლეობა ძალიან გაკვირვებული დარჩა, შემდეგ მათაც ჩაიცვეს შარვლები მაგრამ ზემოდან მაინც კაბას იცვამდნენ. ისინი არც მდინარეზე საბანაოდ დადიოდნენ მაგრამ რომ დაინახეს რუსები მიდიოდნენ ისინიც წავიდნენ მაგრამ მათ ეცვათ კოჭებამდე კაბები და ყელამდე მაისურები. კაზრეთელები ჩაკეტლები იყვნენ. ადრე ზრდილობიანი ხალხი იყო ასე ახასიათებენ ძველი მაცხოვრებლები მაგრამ ახლა ძალიან თამამი თაობა მოვიდა. ადრე უკეთესი ცხოვრება იყო. ახლა ყყველაფერი შეიცვალა, ყველა თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობს.